ჯანდაცვა
„კახეთი-იონში“ მოწვეული ექიმები უფასო აქციას მართავენ
დღეს გურჯაანში ქართულ ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონს“ თბილისიდან ექიმების ჯგუფი ეწვია. ისინი მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევებს უტარებენ.

„კახეთი-იონის“ გენერალური დირექტორის, თამარ ცანკაშვილის განმარტებით, დღეს სამედიცინო ცენტრში მოსახლეობას სამი ექიმი მოემსახურება.

„ჩამოსულები არიან ონკო-მამოლოგები: გოგიტა ძაგნიძე და თინათინ დონდუა. მოგეხსენებათ, არის ვარდისფერი ოქტომბერი, ეს არის მსოფლიოში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვე. ისინი უფასოდ სინჯავენ ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ რაიმე სახის ჩივილი. ასევე ჩამოსულია თავ -კისრის ონკო - ქირურგი დავით ღვინიაშვილი. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ რეგიონის მოსახლეობას საშუალება აქვს უფასოდ მიიღოს საკმაოდ მაღალი მომსახურება პროფესიულ კადრთან. კახეთი - იონი ისედაც არის ჩართული პროგრამაში და უკვე მრავალი წელია ძუძუს კიბოს სკრინინგს აწარმოებს.“

სამედიცინო ცენტრის ფოიეში, გამოფენილი იყო მედიკამენტები ფარმაცევტული კომპანია „გეას“ მიერ, სადაც ნებისმიერ პაციენტს საჭირო მედიკამენტის მიღება უფასოდ შეეძლო.




| Print |
FaceBook Twitter Google