ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის 523 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პირი.
კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყნის მასშტაბით 46 107 კვლევა ჩატარდა,  მათ შორის 27 157 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 950 PCR-ით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 732, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 279, გურია - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 523, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი - 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 707 290-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google