ჯანდაცვა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 5 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 246 743 962 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 000 425 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 45 970 881 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 745 836 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google