ჯანდაცვა
კორონა ვირუსით გარდაცვლილია 117 ჯანდაცვის სფეროს მუშაკი
დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენრის (NCDC) მეშვიდე ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის
მუშაკები 6.4%-ს შეადგენენ.



რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების
სამედიცინო პერსონალი, ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და სტაციონარების მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია.



დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკების წილი მთლიანი ჯანდაცვის პერსონალის ჯამური რაოდენობის 39.9%-ს შეადგენს.



„ინფიცირებულთა შორის 82% ქალია, 18% - კაცი. ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.“-ნათქვამია NCDC-ს ანგარიშში.

პანდემიის პერიოდში კორონა ვირუსით სულ 117 ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა, რაც ჯანდაცვის მუშაკებში დადასტურებული შემთხვევების 0,3%-ს შეადგენს.

გარდაცვლილთა შორის 40.2% კაცია, ხოლო 59.8% ქალი. შემთხვევების 68,4% 30-დან 70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.
| Print |
FaceBook Twitter Google