ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 75 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 021 ადამიანს დაუდასტურდა.

გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი. გარდაიცვალა 75 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 761 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google