ჯანდაცვა
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა ამბულატორიაში დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის უფროსის ინფორმაციით, ველისციხის გარდა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში დაიწყება.

როგორც ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, საპილოტე პროექტის ფარგლებში, კახეთში მხოლოდ გურჯაანი შეირჩა. მიზანი კი მოსახლეობისთვის აცრებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობაა.

„ ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა ადამიანი იცრებოდა. ეს ერთის მხრივ გამოწვეული იყო იმით რომ ბევრს უდასტურდებოდა კოვიდინფექცია და იმ წუთას ვერ აიცრება, ასევე ბევრი იყო თვითიზოლაციაში და ისინიც ვერ აიცრებოდნენ. შეფერხების ერთ - ერთი მიზეზი ესეც გახლდათ. ამ დროისთვის შერჩეულია ორი მუნიციპალიტეტი სადაც ვაქცინაციის პილოტური პროექტი განხორციელდება. კახეთში გურჯაანი და გურიაში ოზურგეთი. იქნებ ამ პილოტურმა პროექტმა დაგვანახოს მინუსები და პლიუსები რაც აცრასთან არის დაკავშირებული. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ უკეთესად შევაფასებთ და უკეთესად დავგეგმავთ ღონისძიებებს რომელიც გაგვიუმჯობესებს აცრების მოცვას. “

დღევანდელი მონაცემებით, კახეთში მოსახლოების მხოლოდ 15%-ია აცრილი.

| Print |
FaceBook Twitter Google