ჯანდაცვა
ბუსტერ დოზა შესაძლოა ყველასთვის აუცილებელი გახდეს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისათვის, რომ ვირუსის შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს აუცილებელია  "აქტიური ბუსტერიზაცია“.

მისივე თქმით, გეგმავენ საკოორდინაციო საბჭოზე მესამე აცრის, ე.წ ბუსტერ დოზის სავალდებულო შემოღებაზე იმსჯელონ.

„ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც არის ორჯერ არის აცრილი. ალბათ იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ „ფაიზერზეც“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google