ჯანდაცვა
საქართველოში „ომიკრონის“ 900-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ,დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ 951 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში, სულ გამოვლენილია 5486 ინფიცირების ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421.

გარდაცვლილია 49 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა.
| Print |
FaceBook Twitter Google