ჯანდაცვა
საქართველოში გამოვლენილია „ომიკრონით“ ინფიცირების 1009 დადასტურებული შემთხვევა
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1009 შემთხვევა. დღემდე ლაბორატორიული კვლევით გამოვლენილი იყო 951 ინფიცირებული.

დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 588 299 აცრა. სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 303 902 მოქალაქე, რაც ზრდასრული მოსახლეობის 45.4%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 183 683 პირი. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 98 931 ადამიანს, ხოლო გუშინ, 12 იანვარს 9 700 ადამიანი აიცრა.

დღევანდელი მონაცემებით, სულ გამოვლენილია 5326 ინფიცირების ახალი შემთხვევა. გარდაცვლილია 48 ინფიცირებული.
| Print |
FaceBook Twitter Google