ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ეწვია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინისტრი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. ცენტრის წარმომადგენლებმა უწყების ხელმძღვანელს ასევე ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები გაუზიარეს.

ზურამ აზარაშვილმა ცენტრის ვაქცინების ცენტრალური საცავი, ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორია და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია და მას ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა.
| Print |
FaceBook Twitter Google