ჯანდაცვა
4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ 17 953 ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა 46 130 001 ლარით დააფინანსა.

მათივე ინფორმაციით, კიბოს მსოფლიო დღე, სიმსივნის კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) ინიციატივით, 2005 წლიდან აღინიშნება.

„4 თებერვალი სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მართავს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, რომლითაც ონკოლოგიური პაციენტების მომსახურება და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. 2021 წლის მონაცემებით: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია - 46 130 001 ლარით დაფინანსდა 17 953 ბენეფიციარის 101 825 სამედიცინო შემთხვევა; 8000 ლარით გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფინანსური ლიმიტი. კიბოს მსოფლიო დღე, სიმსივნის კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) ინიციატივით, 2005 წლიდან აღინიშნება და დაავადების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და მკურნალობის შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურება“, - ნათქვამია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google