ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 295 505.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560. კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.28%.

| Print |
FaceBook Twitter Google