ჯანდაცვა
გამოვლენილია ომიკრონის 1 181 ახალი შემთხვევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა. აქედან, 1 181 კორონავირუსის ომიკრონ-ვარიანტია.
კახეთში ინფიცირების 344 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაცვლილია 34 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 33 905 ტესტი.

ცნობისთვის, 7 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 751 192 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 339 802 ადამიანი, რაც სრულწლოვანი მოსახლეობის 46,6%-ია.

სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42,7%- 1 339 802 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, ჩატარებულია 722 აცრა.
| Print |
FaceBook Twitter Google