ჯანდაცვა
კორონავირუსს საქართველოში 53 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით  კორონავირუსით ინფიცირების 22 444 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  1 398 059-ს შეადგენს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476-მდე

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 53 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა - 1 876, იმერეთი - 3 281, ქვემო ქართლი - 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია - 616, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 496, კახეთი - 1 101, მცხეთა-მთიანეთი - 450, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 79.


| Print |
FaceBook Twitter Google