ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის 1127 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 438 353-ს შეადგენს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 ადამიანი,ხოლო გარდაიცვალა 57.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა - 1 488, იმერეთი - 3 269, ქვემო ქართლი - 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337, კახეთი - 1 127, მცხეთა-მთიანეთი - 370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში - 488, აჭარაში - 153, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 39, იმერეთში - 23.



| Print |
FaceBook Twitter Google