ჯანდაცვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო კამპანია გრძელდება, რომელიც ამჯერად სოფლებში -ვაზისუბანში, ჩუმლაყსა და გურჯაანში გაიმართა.


ვაქცინაციის პარალელურად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და მედპერსონალის ჩართულობით, სოფლებში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და იმ წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ რომელიც ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, იმუნიზაციის პროცესში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიᲡ ამბულატორიებიც ჩაერთნენ და ადგილობრივებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სოფელშივე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება და 50 წლის ასაკის ზემოთ პირები პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 - ლარს, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებისას 100 ლარს მიიღებენ.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google