ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 32 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 32 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14,11%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს ჯამში 16 306 ადამიანი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google