ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსით კიდევ 95 ადამიანი დაინფიცირდა
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 702 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარაში - 63, იმერეთში - 193, ქვემო ქართლში - 63, შიდა ქართლში - 72, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 63, კახეთში - 95, მცხეთა-მთიანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894 საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორი მძიმე პაციენტია 708 პირი. ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 245 პაციენტი იმყოფება. 61 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google