ჯანდაცვა
პიკი გადავიარეთ, მაგრამ არ გავთამამდეთ - ამირან გამყრელიძე
მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს.მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია.“- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google