ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 1970 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებულია 1970 ადამიანი.

აქედან, კახეთში 169 ინფიცირებულია, ხოლო ყველაზე მეტი, 853 შემთხვევა, თბილისშია დადასტურებული.

აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 29 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 7 294 ინფიცირებული.

დღე-ღამეში სულ ჩატარებულია 12 645 ტესტი.

ომიკრონის B.A.2 შტამი კვლავ დომინანტად რჩება.
| Print |
FaceBook Twitter Google