ჯანდაცვა
ექიმი კონკრეტული მედიკამენტის გამოწერას ვეღარ შეძლებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს.

ცვლილების შედეგად 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. შემდეგ კი პაციენტი თავად შეძლებს ამოარჩიოს "პოზიტიური სიის" სამი ყველაზე იაფი მედიკამენტიდან მისთვის მისაღები.

რეფორმა ეხება მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტებს.
რაც შეეხება "პოზიტიურ სიას"- სამინისტროს ინფორმაციით, მასში შედის ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვვრულ ქვეყნებში.

"რეფორმა რომელიც ფარმაცევტული სექტორის მიმართულებით მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მიზნათ ისახავს, რომ საქართველოს მოქალაქეს ქონდეს ხლმისაწვდომი მაღალი ხარისხის მედიკამენტი მისაღებ ფასად. მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ითვალისწინებს გამჭირვალობის გაზრდას, რაც შესაძლებელია მიიღწეს ელექტრონული რეცეპტის სისტემის შემოტანით. უკვე ამოქმედდა ეს სისტემა პირველი მარტიდან მოგეხსენებათ და ეხლა გადავდივართ სავალდებულო რეჟიმში და მეორე ეს არის კონკურენციის გაძლიერება ყველა დონეზე. ამაში იგულისხმება კონკურენციის გაძლიერება თავად მედიკამენტის სხვადასხვა ფორმებს შორის. ამ შემთხვევაში არა პატენტირებულ საერთაშორისო დასახელებით ე.წ გენერიული დასახელებით მედიკამენტის გამოწერა იძლევა იმის საშუალებას რომ უკვე ყიდვის მომენტში პაციენტს ქონდეს არჩევანის შესაძლებლობა ფასის გათვალისწინებით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერის წესსაც, რის შედეგადაც ფორმა N2 მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google