ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძე პანდემიის დასრულებას აანონსებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ახალი შტამი არ გამოიკვეთება, ამ შემთხვევაში, ჯანმო დიდი ალბათობით, წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

"დღეს პირველი დღეა, 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციები აკეთებენ და მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც, მათ საფუძველზე, ასევე ჩვენც ვაკეთებთ პროგნოზირებას, რომ ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში, შესაძლებელია მცირე პუნქტუაციებით. არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სწორედ ამ სტრატეგიულ დოკუმენტშია. მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, მაშინ წელს ალბათობით ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს პირველი დღეა ორი წლის განმავლობაში როცა, ქვეყანაში კორონა ვირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

| Print |
FaceBook Twitter Google