ჯანდაცვა
ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა — 514, ხოლო 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო ერთი კვირაში ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით, მათ შორის 93 577 - ანტიგენით, ხოლო 9 952 - PCR .

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებლით უპირატესად დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკა ყოველკვირეულად, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.


| Print |
FaceBook Twitter Google