ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პაციენტებს პრეპარატს უსასყიდლოდ გადასცემს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტს ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა, მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო, რადგან სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.

ექიმების რეკომენდაციით, მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.

მედიკამენტის გაცემისთვის პაციენტმა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ამის შემდეგ ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში წამალს უფასოდ მიიღებს.





| Print |
FaceBook Twitter Google