საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 802-ია. დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის
განმავლობაში (24-31 ივლისი), გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა,
გამოჯანმრთელდა ვირუსით ინფიცირებული 10 233 პაციენტი.
მათივე ცნობით, ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი,
აღნიშნულ პერიოდში, 15.47%-მდე გაიზარდა.
შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში ფიქსირდება, ყველაზე
ნაკლები კი - სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლუჩხუმ-ქვემო სვანეთში.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
- თბილისი – 6 005 შემთხვევა;
- იმერეთი – 1 458;
- აჭარა – 1 382;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 737;
- გურია – 579;
- შიდა ქართლი – 423;
- კახეთი – 388;
- ქვემო ქართლი – 334;
- მცხეთა – მთიანეთი – 218;
- სამცხე-ჯავახეთი – 139;
- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 139.
მასალის გამოყენების პირობები