ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ დაადასტურა.

მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას და ეს კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. მისივე თქმით, ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, იმასთან დაკავშირებით, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს,“ - განაცხადა მინისტრმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამირნა გამყრელიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრა 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google