ჯანდაცვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
ახმეტის მუნიციპალიტეტში 24 ნოემბერს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. სამედიცინო ჯგუფს კონსულტაციისთვის სივრცეს მერიის შენობაში დაუთმობენ.
მერიის ცნობით, გამოკვლევებს განახორციელებენ თბილისის ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი პროფესორები და ექიმები.

ორგანიზატორების თქმით, უფასო სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციის აქციით ისარგებლებს ახმეტის მუნიციპალიტეტის 100-მდე ადამიანი. აქედან შესაძლებელია 30 ბავშვის და 70 ზრდასრულის მომსახურება.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი მიმართულების ექიმებთან:

• სოფია კასრაძე - ნევროლოგი/ეპილეფტოლოგი ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
• დავით კვერნაძე - ეპილეფტოლოგი
• მარი ლაზარიაშვილი - ბავშვთა ნევროლოგი
• თამარ ჯიშკარიანი - მოზრდილთა ნევროლოგი
• დოდო გრიგოლია - ნეიროფიზიოლოგი
• კონა კასრაძე-ნეიროფიზიოლოგი
• რუსკა ზურაბიანი - ნეიროფსიქოლოგი
• ქეთი გეგეჭკორი - ნეიროფსიქოლოგი
• ნინო გზირიშვილი - მოზრდილთა ნევროლოგი.

აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში უფასოდ შესაძლებელი იქნება გაკეთდეს გამოკვლევა - თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფია.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 593 53 10 54 / 598 00 91 90.
| Print |
FaceBook Twitter Google