ჯანდაცვა
კახეთი-იონში უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგულ კლინიკა "კახეთი იონთან" თანამშრომლობით გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში სოფლებში მერის წარმომადგენლებთან, სკოლებისა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან და რაიონში მოქმედი ააიპ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული კამპანიის სამოქმედო გეგმა, დამსწრე საზოგადოებას "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" და პაციენტთა სათემო ორგანიზაცია "ონკოლაინ ჯორჯიას" დირექტორებმა მეგი საჯაიამ და სოფო ფირანიშვილმა წარუდგინეს.

დიაგნოსტიკური ცენტრის, კახეთი-იონის დირექტორის, თამარ ცანკაშვილის თქმით, კახეთის რეგიონში პაციენტებს უფასო სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა მხოლოდ გურჯაანში, მათ კლინიკაში შეუძლიათ.

მისივე თქმით, პროგრამა მკერდის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს აერთიანებს.

„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და გურჯაანში მასშტაბური სკრინინგ აქციის დაგეგმვა, “-განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ცნობისთვის, დამსწრე საზოგადოების გადაწყვეტილებით, გურჯაანში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგ აქცია 16 დეკემბერს დაანონსდა.

| Print |
FaceBook Twitter Google