ჯანდაცვა
ზოგიერთ მედიკამენტზე დღეიდან რეფერენტული ფასები ამოქმედდა
დღეიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები ამოქმედდა. შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, წამლებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.

როგორც  „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასი დგინდება ორ დონედ: ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტისა (მათ შორის, ორიგინალური ბიოლოგიური სამკურნალო საშუალება) და გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის (მათ შორის, ბიომიმსგავსებული სამკურნალო საშუალებისთვის).

ამავე დოკუმენტის მიხედვით, რეფერენტული საცალო ფასი ითვლება რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით, შემდეგი წესით:

ა) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა;

ბ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა;

გ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა;

დ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა;

ე) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა;

ვ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა;

ზ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.
დაუშვებელია ფარმაცევტული პროდუქტის საცალო გაცემა/რეალიზაცია რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასში.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, ფასების გეგმური გადახედვა ხორციელდება წელიწადში ერთხელ და ქვეყნდება ნოემბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

რეფერენტული ქვეყნების ჩამონათვალის გადახედვა და განახლება დასაშვებია, თუკი არსებობს დასაბუთებული საჭიროება.

მედიკამენტების სია, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu