ჯანდაცვა
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, აქამდე 120 ათასლარიანი ოპერაციიდან სახელმწიფო მხოლოდ 70 ათას ლარს ანაზღაურებდა.

„ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 ათასლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 ათასი ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ. ხშირად ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google