„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც
ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით,
გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორიის მე-15
ფილიალი, 1-ელ აგვისტოს, 17:00 საათზე გაიხსნება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ დღეს, აქციის ფარგლებში, 18 წლამდე
ასაკის მქონე ყველა პირი, უფასოდ ჩაიტარებს რკინის, TSH-ისა და
სისხლის საერთო ანალიზის კვლევას. სხვა ნებისმიერ ლაბორატორიულ
კვლევაზე კი 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება.
„მაღალი ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება და ყოველდღიურ რეჟიმში მისი
განვითარება, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მთავარი მიზანია. ეს
ერთი მხრივ ხელს უწყობს დაავადების დროულ და ზუსტ დიაგნოსტირებას,
მეორე მხრივ კი, ქვეყანაში სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების
გაუმჯობესებას.
2017 წლიდან მოყოლებული აქტიურად ვმუშაობთ, რომ ევროსტანდარტების
შესაბამისი ლაბორატორიული მომსახურება საქართველოს ყველა რეგიონში
იყოს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგის
დამფუძნებელმა ლევან ქობალიამ.
„მედიქალ ვორლდის“ ლაბორატორია საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ დაწესებულებაში
მოსახლეობას 1000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები