კულტურა
პრემიერა, სადაც მთავარ როლს პაატა გულიაშვილი შეასრულებს
25 იანვარს თელავის თეატრი კიდევ ერთ სიახლეს გთავაზობთ.
თეატრში შედგება ბელორუსია-აზერბაიჯანი-საქართველოს ერთობლივი ფილმის პრემიერა - "რობინზონი და ცხრა პარასკევა".

კომედიაში  მონაწილეობენ  მსახიობები: კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, ირაკლი ფირცხალავა, ქეთა თოფურია, ლუცია ლუშიკი, მარიამ სანოგო, ფოლად ბულბულოღლი, მანანა ჯაფარიძე, ბახრამ ბაგირზაძე, ნათია წიწილაშვილი.

მთავარ როლს პაატა გულიაშვილი შეასრულებს.

ფილმის ჩვენება 19.00 საათზე დაიწყება.

ბილეთის ფასი - 10, 15 და 20 ლარია, დაჯავშვნა ტელეფონის შემდეგ ნომერზე შეგიძლიათ- 599550900.

ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
| Print |
FaceBook Twitter Google