კულტურა
დედის დღე საჯარო ბიბლიოთეკაში
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
"ღონისძიება ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. ძალიან ლამაზი საღამო იყო. ბავშვებმა სიმღერები და ლექსები დედებს მიუძღვნეს."-აღნიშნა საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა მაია ბეროშვილმა.

ღონისძიებას საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და გაერთიანების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google