კულტურა
ინტელექტუალური თამაშის ფინალისტები გამოვლინდნენ
გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინტელექტუალური თამაშის - `რა? სად? როდის? მეოთხე ტური გაიმართა. თამაშში მუნიციპალიტეტის სკოლების 22 გუნდი მონაწილეობდა.
"ფინალში ქალაქ გურჯაანის პირველი და მეორე, ბაკურციხის, ჩუმლაყის, მუკუზნისა და ახაშნის საჯარო სკოლების გუნდები გავიდნენ. 25 მარტს მეხუთე ფინალური ტური გაიმართება, სადაც პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან. ფინალში გასულ გუნდებს ქულები გაუნულდა და ისინი ახლიდან დაიწყებენ თამაშს."-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების სპეციალისტმა დავით მურაკაშვილმა.

მისივე თქმით, ფინალში ასევე გამოვლინდება საუკეთესო მოაზროვნე ბიჭი და გოგო. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.


| Print |
FaceBook Twitter Google