კულტურა
პიკასოს ბიჭების ახალი თაობა-„თინეიჯერების სკოლა“
15 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრი „პიკასოს ბიჭებს“ მასპინძლობდა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა იუმორისტული ნომრები, ასევე ახალი თაობის მიერ შესრულებული მიუზიკლი „თინეიჯერების სკოლა“.

ღონიძიეით კმაყოფილი დარჩა "პიკასოს ბიჭების" ხელმძღვანლი და დირექტორი გია ტაბიძე. „პირველად ვიყავით გურჯაანელი მაყურებლის წინაშე და დამსწრე საზოგადოებით კმაყოფილი დავრჩით, ამის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტს ვესტუმრებით. “
იუმორისტული კონცერტი მოეწონა მაყურებელსაც: „ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, აღფრთოვანებული მივდივარ სახლში, კარგად ვიცნობ მათ შემოქმედებას და პატივს ვცემ,“ - გვითხრა ნიკოლოზ ზარდიაშვილმა.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა. როგორც კულტურის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ბეროშვილმა გვითხრა, „როცა „პიკასოს ბიჭებმა“ გამოთქვეს სურვილი რომ გურჯაანში ჩაეტარებინათ, ღონისძიება, გადავწყვიტეთ საინფორმაციო მხარდაჭერა და რეკლამა ჩვენ გაგვეკეთებინა. ყველანაირი პირობა შევუქმენით, რომ ეს გასტროლი შემდგარიყო.“
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, კერძოდ, 9 მაისსა და სავარაუდოდ, 1 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური უფასო კონცერებს გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google