კულტურა
ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახელობის მუზეუმი აშენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე გრიგოლ ფერაძის სახლის კონსერვაცია-გამაგრება მოხდება, შემორჩენილი კედლები გადაიხურება.

გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს, ფერაძის სახლის გვერდით აშენდება მუზეუმი-სასტუმრო, სადაც სხვადასხვა კონფერენციები ჩატარდება. გამოიფინება გრიგოლ ფერაძის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, ფოტოები და სხვა მასალები.


გრიგოლ ფერაძე 1899 წელს  სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. მან ჯერ სასულიერო სემინარია დაამთავრა, ხოლო შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელა, დასრულების შემდეგ ლექციებს ვარშავის უნივერსიტეტში კითხულობდა. სრულიად ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა, შემდეგ დიაკვნისა და ეპისკოპოსის ხარისხში
აიყვანეს. დიდი სამამულო ომის წლებში მფარველობდა და ეხმარებოდა პოლონეთში მცხოვრებ ებრაელებს, რის გამოც დააპატიმრეს
და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც  1942 წელს აღესრულა.

1995 წელს სვეტიცხოვლის ეკლესიაში გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხეს. პოლონეთში მისი სახელობის ტაძარი ააშენეს.


| Print |
FaceBook Twitter Google