კულტურა
ანიმაციური ფესტივალი გურჯაანში
18-19 მაისს, გურჯაანის კულტურის ცენტრის მანეჟში ანიმაციური ფილმების ფესტივალი ჩატარდება.

"ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია სხვადასხვა ქალაქებში ტარდება. წელს ჩვენც მოვიწვიეთ ანიმატორების ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძეა. პირველ დღეს ბავშვები სპეციალისტებთან ერთად შექმნიან ანიმაციურ ფილმებს. მეორე დღეს პირველ საათზე ფესტივალის ფარგლებში ქუჩაში მოეწყობა "ბარაბან შოუ" და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. შემდეგ დარბაზში გარდა იმ ფილმებისა, რომლებიც ბავშვებმა შექმნეს სხვა ფილმების ჩვენებაც გაიმართება.“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ბეროშვილმა.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი" ქალაქ ბათუმში 2009 წელს დაარსდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კინო დარგის, ანიმაციური ჟანრის განვითარებას საქართველოში, კრეატიული აზროვნების, გამოცდილების,ახალი ტექნოლოგიების, მუშაობის სტილის გაცნობა გაზიარებას, ურთიერთობების გამყარებას უცხოელ პარტნიორებთან, ახალი კონტაქტების დამყარებას და ქართული ანიმაციის ინტეგრაციას მსოფლიოში.
| Print |
FaceBook Twitter Google