კულტურა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთ ეკლესიას აღადგენენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკლესიების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა აღნიშნა, დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრებიც.
„შეირჩა რამდენიმე ძეგლი. სოფელ ფხოველში წმინდა ბარბარეს სახელობის დარბაზული ეკლესია, მელაანში წმინდა სამების გუმბათოვანი ეკლესია, ზეგაანში ყველაწმინდის ეკლესია, კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი და ახაშენში ყვავის საყდარი. ზოგს სახურავი აქვს დაზიანებული, ზოგს კედლები და ა.შ. სამუშაოებს ფონდი ქართუ აფინანსებს.

გარდა ამისა, ზიარ-ფხოველში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნილი საგენტო დაფინანსებით განახლდება არქეოლოგიური სამუშაოები. წელს გათხრები თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდება და უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან. იმედი მაქვს, კარგ შედეგებს მივაღწევთ.“-აღნიშნა მან.
თამაზ მარკოზაშვილის თქმით, გასულ წელს ზიარ-ფხოველში გათხრების დროს აღმოაჩინეს ადამიანის ქვედა ყბის ძვალი, რომელიც საზღვარგარეთ გაგზავნეს იმის დასადგენად, თუ რომელ პერიოდს ეკუთვნის. ცნობილია, რომ გათხრები ივნისში დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google