კულტურა
სიღნაღის თეატრის წარმატება ლივერპულის საერთაშორისო ფესტივალზე
სიღნაღის თეატრი სპექტაკლით - “მოხეტიალე დასი” კანადაში, ლივერპულის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და მშობლიურ ქალაქში სამი პრიზით დაბრუნდა.

დასმა პრიზები შემდეგ ნომინაციებში აიღო: საუკეთესო უცხოური სპექტაკლი, მაყურებლის რჩეული სპექტაკლი, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი (ნანა ბუკია).
„ფესტივალზე მოსახვედრად კლიპი 58 ქვეყანამ წარადგინა და იქიდან 9 შეირჩა. მათ შორის, ვიყავით ჩვენც. იყო რვა საუკეთესო ნომინაცია და აქედან სამი ჩვენ წამოვიღეთ. მე, როგორც საუკეთესო რეჟისორს, ჯილდო თვით მხარის პრეზიდენტმა გადმომცა. “-აღნიშნა თეატრის რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, ფესტივალი ქართული სპექტაკლით დაიხურა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი / კანადა /