კულტურა
“ჯარისკაცის მამის” მონუმენტის ავტორი იუბილარია
მოქანდაკე, რომელმაც გურჯაანის ერთგვარი სავიზიტო ბარათი „ჯარისკაცი მამის“ მონუმენტი  შექმნა, დღეს იუბილარია. მერაბ ბერძენიშვილი 1929 წლის 10 ივნისს დაიბადა. საქართველოს დამსახურებული მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი და მხატვარი სხვადასხვა ჯილდოს ლაურეატია.

“მისი სახელი უკავშირდება გურჯაანის დიდების მემორიალს, რომელიც 1978 წლის 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გაიხსნა. დიდების მემეორიალის კომპლექსის ავტორი იყო არქიტექტორი ირაკლი მოსულიშვილი, ხოლო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. ფილმმა “ჯარისკაცის მამამ“ მას შთააგონა დაედგა ძეგლი, რომელიც გურჯაანის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. მისი სახელი გურჯაანში ასევე უკავშირდება 1966 წელს აგებულ “შინმოუსვლელთა მემორიალს“. მერაბ ბერძენიშვილმა გამოაქანდაკა ბიჭვინთაში "მედეა" თბილისში "დავით აღმაშენებელი", ქუთაისში "დიდების მემორიალი" და ა.შ." - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

მერაბ ბერძენიშვილს 1975 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია გადაეცა.
| Print |
FaceBook Twitter Google