კულტურა
ნატო ვაჩნაძის კვირეული გურჯაანში
ხვალიდან, 14 ივნისის ჩათვლით, გურჯაანში ნატო ვაჩნაძის კვირეული ჩატარდება. 11, 12 და 13 ივნისს გაიმართება იმ ფილმების ჩვენება, რომელშიც გენიალური მსახიობი მონაწილეობს.

"11-13 ივნისს მოეწყობა ფილმების ჩვენება "ქაჯანა", "არსენა" და "აკაკის აკვანი". ჩვენება დაიწყება 15 საათზე ნატო ვაჩბაძის მუზეუმის დარბაზში. ხოლო 14 ივნისს გაიმართება ნატო ვაჩნაძის დაბადების 112 წლის და გარდაცვალების 63 წლისთავისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული ''ნატოობა''. ღონისძიება დაიწყება 13 საათზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: "ცერული 1" და "გურჯაანი", აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, მაია ბეროშვილმა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ნატო ვაჩნაძის შთამომავლები: ელდარ შენგელაია, კირა ანდრონიკაშვილი და სხვები, ასევე სტუმრები თბილისიდან და სხვადასხვა კუთხიდან. ნატოობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google