კულტურა
ნატოობის კვირეული დასრულდა [Photo]
ნატოობის კვირეულის ფარგლებში, მსახიობის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. აქ მოსახლეობა, თბილისიდან მოწვეული სტუმრები და მსახიობის ახლობლები შეიკრიბნენ. წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.
ელდარ შენგელაიამ ჩვენთან საუბარში დედასთან დაკავშირებული ერთი ისტორია გაიხსენა. "დედამ შვილები მამის გარეშე გაგვზარდა, ის დადიოდა თბილისში კონცერტებზე, კითხულობდა ლექსებს (უმეტესად ბარათაშვილის) და ჩამოჰქონდა სურსაათი ჩვენთვის. სახლში ჩვეულებრივი იყო. ერთი ისტორია მახსენდება: პირველ კლასში ვიყავი, პატარა გოგო შემიყვარდა. დედას მოვპარე მძივი და მას ვაჩუქე. სამასწავლებლოში მკითხეს, ვისიაო. მერე დაურეკეს დედაჩემს, მოვიდა და სამკაული იმ ბავშვს თავადვე აჩუქა."

ნატო ვაჩნაძეზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძეც გვესაუბრა.

"საქართველოს კულტურის ისტორიაში ნატო ვაჩნაძემ დიდი როლი ითამაშა, ის არის ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, ძალიან მიხარია, რომ მისი სახელი გურჯაანს უკავშირდება."


ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს, ვარშავაში დაიბადა. საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა.

თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. ის 1953 წელს საჰაერო კატასტროფის დროს დაიღუპა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნატო ვაჩნაძე /