კულტურა
"ნაქსოვი ქუჩების ქალაქი" - აქცია წიგნის მოყვარულებისთვის
უკვე მრავალი წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტში არ არსებობს წიგნის მაღაზია, სადაც მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება მისთვის სასურველი ლიტერატურა შეიძინოს.
ამ პრობლემის შესახებ წიგნის მოყვარულები ხშრად საუბრობენ.

როგორც გურჯაანელი ახალგაზრდა ნანუკა ბედინეიშვილი ამბობს, წიგნის შესაძენად თბილისში არაერთხელ მოუწია წასვლა. მისი თქმით, მართალია, გურჯაანში გარკვეული ლიტერატურა ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებშიც იყიდება, თუმცა, არჩევანი მწირია.
“გურჯაანში არ არის წიგნების მაღაზია, რაზეც ძალიან მწყდება გული. ამის გამო ხშირად ვერ ვყიდულობ და მიწევს წიგნის გამოწერა და ლოდინი. ძალიან მინდა, რომ წიგნის მაღაზია ჩვენს ქალაქსაც ჰქონდეს.“

ამ გარემოებების გათვალისწინებით, Liberteens პალიტრა L-მა წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასეთ ქალაქებში აწყობს აქციას და ახალგარზდულ ლიტერატურას დაინტერესებულ მყიდველს ფასდაკლებით სთავაზობს.
ამჯერად 15 ივლისს პირველად გურჯაანში წარმოდგენილი იქნება ემი იტერანტას წიგნი, "ნაქსოვი ქუჩების ქალაქი".
წიგნის მოყვარულებს მისი შეძენა 12 ლარის ნაცვლად 4 ლარად შეეძლებათ. აქცია გაიმართება წმინდა ნინოს #8-ში18:00-დან 19:00 საათამდე. ერთ მყიდველზე მხოლოდ ერთი წიგნი გაიცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / წიგნი /