კულტურა
ოც წუთში გაყიდული “ნაქსოვი ქუჩების ქალაქი“ [Photo]


დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტ Liberteens-ის ფარგლებში გაიმართა აქცია, სადაც გამომცემლობა პალიტრა L-მა გასაყიდად გამოიტანა ემი იტერანტას წიგნი “ნაქსოვი ქუჩების ქალაქი“, რომელიც მკითხველს 12 ლარის ნაცვლად, 4 ლარად შესთავაზა. როგორც ინდ. მეწარმე გია ბერიძიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ღონისძიებას ახალგაზრდების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა.

„აქცია 18-დან 19 საათამდე იყო დაგეგმილი, თუმცა 40-ვე წიგნი 20 წუთში გაიყიდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საკმაოდ იაფი ღირდა. ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ კითხვის სურვილი, თუმცა, წიგნის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩიათ. ასეთი ლიტერატურის ფასი საკმაოდ მაღალია - 15-20 ლარი ღირს, მისი ყიდვა ნამდვილად ძნელია. თუკი სხვა გამომცემლობებიც მიბაძავენ და მსგავს აქციებს დაგეგმავენ, ამით ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებს წიგნიერების ამაღლებაში.“

პროექტ Liberteens-ის გურჯაანის წარმომადგენელი ვახო სალთხუციშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რაიონში მსგავსი აქცია წელს პირველად ჩატარდა.
„პროექტი ორი წელია აქტიურად მიმდინარეობს თბილისში, წელს კი ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გაეფართოვებინათ მასშტაბები და რაიონებშიც ჩაეტანათ მათი ნათარგმნი წიგნები. ჩვენ ძალიან ვიჩაგრებით იმიტომ, რომ წიგნის მაღაზია არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს კარგი წამოწყებაა წიგნის მოყვარულებისთვის. “

ვახო სალთხუციშვილის თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და იმედია, საზოგადოებისგანაც დიდი დაინტერესება მოჰყვება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წიგნი / Liberteens /