კულტურა
ველისციხეში ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება
29 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცისქვეშ, ელექტრონული მუსიკის საღამო ჩატარდება.

-"ინიციატივა ჩვენ, დიჯეებს გვეკუთვნის. ვაპირებთ, სამომავლოდ ღონისძიება თელავში, "ნადიკვარზე" ჩავატაროთ.  სულ ორი დიჯეი ვიქნებით და ჩვენ წავიყვანთ საღამოს, სამსაათიანი პროგრამაა. დასწრება თავისუფალია, ასაკი შეუზღუდავია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს"- აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ბერიძემ.

ღონისძიება 9:00 საათზე დაიწყება.


| Print |
FaceBook Twitter Google