კულტურა
პირველი კინოჩვენება კინოკლუბის ორგანიზებით
27 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში “გურჯაანის კინოკლების“ ორგანიზებით გაიმართა ფილმის ჩვენება “ცხოვრება მშვენიერია“. აღნიშნულმა ინიციატივამ ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია.

27 ივლისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, “გურჯაანის კინოკლების“ ორგანიზებით გაიმართა ფილმის ჩვენება “ცხოვრება მშვენიერია“, სადაც დასწრება თავისუფალი იყო.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე უზუნაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს:
“ჩვენი პროექტის მიზანია ხელოვნების, კერძოდ, კინოს პოპულარიზაცია. გვსურს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ. ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი მაყურებელი გვყავდა. საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენ, კმაყოფილი დარჩა. სურვილი გვაქვს, რომ პროექტი დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს.“

დამსწრე ქეთევან იმერლიშვილი გვეუბნება, რომ ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“თუკი კინოს პოპულარიზაციას ასეთი ღონიძიებებით შევუწყობთ ხელს, ახალგაზრდობა ისევ დააფასებს კინოხელოვნებას, რაც ძალიან კირგი იქნება. კინო ასევე მნიშნელოვანია ადამიანის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. ინტერნეტში ფილმის ყურებას არ აქვს ის დადებითი მხარეები, რაც შეიძლება ჰქონდეს ხალხთან ერთად ყურებას.“

„გურჯაანის კინოკლუბი“ მომდევნო ჩვენებას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის გეგმავს.
| Print |
FaceBook Twitter Google