კულტურა
ზიარისა და ფხოველის არქეოლოგიურ გათხრებში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან
ზიარსა და ფხოველში არქეოლოგიური სამუშაოები სექტემბრიდან განახლდება. პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქართველოს ეროვნული სააგენტო დააფინანსებს.
ტენდერი 15 აგვისტოს გამოცხადდება და გათხრებს სავარაუდოდ, პროფესორი -ნიკა თუშაბრამიშვილი უხელმძღვანელებს.

„სამუშაოები ერთ თვეს გაგრძელდება, თუმცა კვლევის დასრულების საბოლოო თარიღი, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რთული დასადგენია. არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის მისაღებად უცხოელ სპეციალისტებს მოვიწვევთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესს მოხალისე სკოლის მოსწავლეებიც დააკვირდებიან. ტერიტორიას მინიჭებული აქვს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი, იგეგმება ღია მუზეუმისა და არქეოლოგიური ტურების მოწყობა. გურჯაანის რაიონს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი შეემატება; ასევე ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში, გამოიფინება“ - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

მისივე თქმით, ფხოველში აღმოჩენილი ცეცხლის კვალი ერთ-ერთი უძველესია, რის გამოც, აღნიშნული ტერიტორია მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფხოველი / ზიარი /