კულტურა
თელავის თეატრში პრემიერაა
3 და 4 თებერვალს თელავის თეატრი პრემიერას გთავაზობთ. ნაჩვენები იქნება სანდრო კაკულიას "სახურავი".
პიესა ახალგაზრდა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და ნარკოტიკულ საშუალებებზე მათი დამოკიდებულების შესახებაა. რამდენად ეხმარება ახალგაზრდებს ნარკოტიკული საშუალებები უკეთ გართობაში, ანგრევს თუ არა მათ პიროვნებას და ურთიერთობებს და როგორ იცვლება საზოგადოების მიდგომა ამ თემის მიმართ სხვადასხვა დროს. რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძეა.

სპექტაკლი  19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია.





| Print |
FaceBook Twitter Google