კულტურა
სოფელ მელაანში წარმართული ხანის ძეგლს შეისწავლიან
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში წარმართული ხანის სამლოცველოს „მელიღელეს“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება.
გათხრები ამ ტეროტორიაზე 1966-1967 წლებშიც მიმდინარეობდა, თუმცა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

-„ გასული საუკუნის 60-იან წლებში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ორი ძეგლი აღმოაჩინეს, ერთის სრული გათხრა მოხდა, მეორისა კი არა. მიმდინარე წელს სწორედ მისი შესწავლაა დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაიონის ისტორიისთვის.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 1966-1967 წლებში, მელაანში, არქეოლოგებმა მნიშვნელოვან არტეფაქტებს მიაკვლიეს. კერძოდ: ბრინჯაოს ქანდაკებებს, სარიტუალო დანიშნულების სასმისებს და ბრინჯაოს საბრძოლო იარაღებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „მელიღელე“ ომის ღვათების სახელზე აშენებული წარმართული ხანის ძეგლი იყო, სადაც მეომრები ომის ღვთაებას სხვადასხვა იარაღს სწირავდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google