კულტურა
ველისციხელი მხატვრის გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, თვითნასწავლი მხატვრის ავთანდილ დათიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ავთანდილ დათიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დაიბადა. პროფესიით ინჟინერ-მეტეოროლოგი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ასტრახანის ოკეანოლოგიის განყოფილებასა და გურჯაანის სეტყვასთან ბრძოლის სამსახურში.

ამჟამად იგი ველისციხის საშუალო სკოლის პედაგოგია, გატაცებულია ძალოსნობით, ჭადრაკითა და ფოტოხელოვნებით. მხატვარი მრავალი რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენის მონაწილეა.

გამოფენა 3 მარტამდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google